Placeholder canvas
ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის დეპუტატებისგან შემდგარი მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია დღეს უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არ შედის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; ვიცე-სპიკერები – არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიაშარია; მოქალაქეების დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი; ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი; პარტია საქართველოსთვის დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი; ახალი პოლიტიკური ცენტრის დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

უსაფრთხოების ზომების გათვალიწინებით, ქართველ დეპუტატეთა ვიზიტისა და დღის წესრიგის შესახებ დეტალები კონფიდენციალურია.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობის გამოცხადებაა.

„იქნება ძალიან თბილი და მეგობრული ვიზიტი. ჩვენ იქ ძალიან გველიან და ძალიან უხარიათ, რომ ეს დელეგაცია ჩადის“, – განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკსაც შეხვდება, რომელმაც იგი უკრაინაში პირადად მიიწვია.

ქართველი დეპუტატები უკრაინას ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრებიან. დელეგაცია სამშობლოში შაბათს საღამოს ან კვირას დილით დაბრუნდება.

ვიზიტის შესახებ მეტი დეტალისთვის ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button