skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 28 აპრილს ჩატარდება

ოკუპირებული ცხინვალის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ცნობით, რეგიონის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 28 აპრილს ჩატარდება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგად, 10 აპრილის პირველ ტურში ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა 10 707 ხმა (38.55%) მიიღო, მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა კი – 9 706 (34.95%).

რაც შეეხება, „არჩევნებში“ მონაწილე დანარჩენ სამ კანდიდატს, „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ“, ალექსანდრ პლიევს 3 434-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, „დეპუტატ“ გარი მულდაროვს – 2 592-მა, ყოფილ „დეპუტატს“, დმიტრი ტასოევს – 822-მა.

ცხინვალის „არჩევნები“ დაგმეს, ოფიციალურმა თბილისმა, აშშ-მა და ევროკავშირმა.

რუსეთთან ერთად, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას მხოლოდ სირია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button