ახალი ამბები
ბიბილოვი მეორე ტურზე საუბრობს
ოკუპირებული ცხინვალის მოქმედმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, ოპოზიციონერი კონკურენტის მსგავსად განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იქნება.
„დათვლილი ბიულეტენების 96%-ზე დაყრდნობით, გვესმის, რომ მეორე ტური იქნება“, – დაწერა სააგენტო „რესმა“ 10 აპრილს ბიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მეორე ტურში იგი პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს დაუპირისპირდება.
„როგორც ჩანს, მეორე ტური იქნება, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი კანონის ფარგლებში გავაკეთეთ“, – განაცხადა მან.
„მე ვარ სამხედრო კაცი, ღირსეულად ვიღებ გამოწვევებს, მიჩვეული ვარ ბრძოლას, მთავარია სიმშვიდე“, – განაცხადა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- გზამკვლევი: 10 აპრილის „არჩევნები“ ცხინვალში
- მედია: ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იქნება
- ცხინვალის „პრეზიდენტობის“ ოპოზიციონერი კანდიდატი რუსეთის ანექსიაზე სიფრთხილეს იჩენს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)