Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალის „არჩევნებში“ ოპოზიციონერი ლიდერობს

ოკუპირებული ცხინვალის „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურში პირველ ადგილზე ოპოზიციონერი კანდიდატი ალან გაგლოევი გავიდა, რომელმაც მიღებული ხმებით მოქმედ ლიდერ ანატოლი ბიბილოვს გაუსწრო.

10 აპრილს ჩატარებულ „არჩევნებში“ გაგლოევმა, რომელიც პარტია „ნიხასის“ ლიდერია 10 705 (36.9%) ხმა მიიღო, ხოლო ბიბილოვმა 9 706 (33.5%).

რაც შეეხება კანდიდატებს, რომლებიც მეორე ტურში ვერ მოხვდნენ, „პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ“, ალექსანდრ პლიევმა 3 434 ხმა მოაგროვა, „დეპუტატმა“ გარი მურადოვმა – 2 592, ხოლო ყოფილმა „დეპუტატმა“ დმიტრი ტასოევმა – 822.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button