ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს, სადაც იგი დღეს ევროპის საქმეთა მინისტრს, მიკულაშ ბეკს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში ჩეხეთის მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადი და თვითშეფასების კითხვარის შევსების მიმდინარე პროცედურები იყო.

საგარეო უწყებისვე განცხადებით, მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებიც განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, ჩეხმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ჩეხეთის თავმჯდომარეობისას, მისი ქვეყნისთვის პრიორიტეტული იქნება ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პოზიციონირება.

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთში ილია დარჩიაშვილის ვიზიტი 13-14 აპრილს გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, იან ლიპავსკის და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარკეტა პეკაროვა ადამოვასაც შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button