ახალი ამბები

საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლატვიელ კოლეგას, ედგარს რინკევიჩს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც, მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და უკრაინის ომის შედეგად რეგიონში გართულებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, ამ კონტექსტში მხარეებმა საერთაშორისო პარტნიორთა მეტი ჩართულობისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

დავით ზალკალიანმა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ „ამ რთულ დროს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლელ პარტნიორებს და ისინი ერთმანეთს უჭერენ მხარს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button