Placeholder canvas
ახალი ამბები

დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს ჩეხ კოლეგას, იან ლიპავსკის ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას, დავით ზალკალიანმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა პარტნიორების მხარდაჭერას მოელის.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გართულებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და კიევისადმი „მტკიცე მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ამასთან, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორების „მეტი ჩართულობის“ მნიშვნელობა აღნიშნეს და საქართველოსადმი მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button