ახალი ამბები

თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7% იყო.

ამავე ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.9%-ით გაიზარდა.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (45.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17.3%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (14.5%-იანი ზრდა).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირება შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.1%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.1%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.3%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button