Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმიანება

„რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაეროს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს“, – განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყების თქმით, რუსეთის ქმედებას „მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის“.

საგარეო უწყებამ „მტკიცე სოლიდარობა“ გამოხატა „მეგობარი უკრაინელი ხალხის“ მიმართ და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დღეს დილით, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:00 საათზე გამოაცხადა, რის შემდეგაც, მოსკოვმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button