skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის მოწოდების შემდეგ ენმ-ის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა 12-დღიანი შიმშილობა შეწყვიტეს.

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პარტიის ცენტრალურ ოფისში გაშლილ კარვებში შიმშილობდნენ, მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გააცნო.

მშვენიერაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე და სხვა მრავალფეროვანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმა გამოვიყენოთ მომდევნო პერიოდში“, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 21 დეკემბერს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე „მასობრივი“ შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ სწორედ ნიკა მელიამ განაცხადა. ენმ-ის ლიდერებმა მაშინ თქვეს, რომ პროტესტში 180-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button