საქსტატი: 2020 წელს ქვეყნის მშპ 6.8%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა.
2020 წელს მიმდინარე ფასებში მშპ-ის მოცულობა 49.3 მლრდ ლარი იყო, დეფლატორის ცვლილებამ კი – 7.3% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, კლება დაფიქსირდა შემდეგი მიმართულებებით: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-45.2%); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9); ტრანსპორტი და დასაწყობება (-23%); წყალმომარაგება კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები (-22.5%); ხელოვნება, გართობა და დასვენება (-18.4%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.8%); მშენებლობა (-8%); დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.2); საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-2.3%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3).
ზრდა იყო შემდეგ სფეროებში: შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობები – არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის (19.3%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.4%); განათლება (8.6%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.1%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (2.8%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (2.6%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (2.3%).
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: სექტემბერში მშპ 6.9%-ით გაიზარდა
- პირველ კვარტალში რეალური მშპ 4.5%-ით შემცირდა
- საქსტატი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)