skip to content
ახალი ამბები

8 ნოემბრის საღამოს ოპოზიცია თბილისში აქციას გამართავს  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები დღეს საღამოს, თვითმმართველიბის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თბილისის პირველი მასშტაბური აქციას გეგმავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა, სავარაუდოდ, მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა იქნება, „გაყალბებული“ 30 ოქტომბრის მეორე ტურების თემა კი მეორე პლანზე გადაიწევს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პირველი პოსტ-საარჩევნო აქცია თბილისში 6 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, თუმცა მიტინგი რუსთავის N12 იზოლატორის წინ გაიმართა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი უკვე მეორე თვეა შიმშილობს. აქციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას 24-საათიანი დრო მისცა სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად – მოთხოვნა, რომლის შესრულებაზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ თანხმდება.

დღევანდელი აქციის დააანონსებისას, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ნათელი მაგალია იმისა, რომ საქართველო დგას „ისტორიულ გზაჯვარედინზე, დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება“.

მელიამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენაზე „დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი, ვირჩევს დასავლეთს, თუ ვირჩევთ რუსეთს“.

„ჩვენ სხვა უფლება, გარდა გამარჯვებისა, უბრალოდ აღარ გვაქვს“, – განაცხადა მელიამ და დასძინა: „არის რისკი, რომ ავტორიტარულ, ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ , რომელიც სიღარებეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია“.

„ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნებისა და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად. ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არავითარ შემთხვევაში ერთპარტიული“, – განაცხადა მან.

სამოქალაქო საავადმყოფოში მოშიმშილე სააკაშვილის გადაყვანის საკითხი, რომელიც პირველი ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან შიმშილობს, ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად იქცა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში თბილისში, გლდანის ციხის N18 საავადმყოფოში გადაიყვანენ. ყოფილი პრეზიდენტი, მისი ადვოკატები, ექიმი და სახალხო დამცველი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და სხვადასხვა რისკის, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რისკების გათვალისწინებით, სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ.

იმავდროულად, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამავე გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button