skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში აღმოსავლეთ პარტნიორობაზე იმსჯელეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა 18 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით კვლავაც წამოაყენებენ ფუნდამენტური ღირებულებების, მათ შორის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს.

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვაკუთხედს წარმოადგენს“, – გაიმეორა მან.

ბორელმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დადგება გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხი და დასძინა, რომ ბრიუსელი აღმოსავლელ პარტნიორებს ვაქცინებით, კოვიდპასპორტებითა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნოემბერში დაგეგმილი მინისტერიალისა და დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ურთიერთობები განიხილეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის, პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით 2009 წელს ჩამოყალიბდა.

2020 წლის აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნებისა და ოპონენტებზე ზეწოლის შედეგად ბრიუსელთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ივნისში მინსკმა პლატფორმა დატოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button