Placeholder canvas
ახალი ამბები

ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმრობს 

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც ის უკვე შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მარატ ხუსნულინს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსს, ალექსანდრ ნერადკოს და კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლებს.

ბჟანიას პრესსამსახურმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის, ასევე 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს.

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსთან შეხვედრაზე, ბჟანიამ 90-იანი წლებიდან სოხუმის დახურული აეროპორტის რეკონსტრუქციის გეგმები განიხილა. ბჟანიას პრესსამსახურმა 12 ოქტომბერს  განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა და ნერადკომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდგომ ნაბიჯებზეც იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, ბჟანია კომპანია „გაზპრომისა“ და მისი შვილობილი კომპანიის – „გაზპრომ პრომგაზის“ წარმომადგენლებს, მათ შორის, ამ უკანასკნელის დირექტორს, ნიკოლაი სტორონსკისაც შეხვდა. მხარეებმა ოკუპირებული რეგიონის გაზიფიკაციის მიზნით საგზაო რუკის შემუშავებაზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ლიდერი მოსკოვში 8 ოქტომბერს მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 3 ოქტომბერს წინა ვიზიტი სოხუმის სროლის ინციდენტის გამო გააუქმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button