skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრმა“ მოსკოვში სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი განიხილა  

ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრი“ კრისტინა ოზგანი მოსკოვში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა და სოხუმის აეროპორტის დაგეგმილი რეკონსტრუქციის საკითხი განიხილა.

აფხაზური მედიის ცნობით, მხარეებმა საგზაო რუკა შეიმუშავეს და აეროპორტის მუშაობის აღსადგენად მხარეთა ვალდებულებებზე შეთანხმდნენ.

„აფხაზურ-რუსული სამუშაო ჯგუფი უკვე ჩამოყალიბდა და პრიორიტეტები განისაზღვრა. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ განცხადება სპეციალისტების აყვანის თაობაზე, რომლებიც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაივლიან სასწავლო კურსს“, – განაცხადა ოზგანმა.

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ წლის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს, რითაც „ნათელი გახდება“, თუ რა დაჯდება და რა ვადებში განხორციელდება პროექტი.

ოკუპირებული რეგიონის ლიდერი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასულ წელს სოჭში 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ დახურული სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იზიარებს აფახაზეთის ხელისუფლების მიდგომას და „უკვე გასცა შესაბამისი მითითებები“. სოჭის შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთში მოლაპარაკების პირველი რაუნდისთვის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ოლეგ სტორჩევოი ჩავიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button