skip to content
ახალი ამბები

დროას პროპორციული სია თბილისის საკრებულოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის დროას მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 10 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 5 ქალია, 5 კი- მამაკაცი:

ელენე ხოშტარია – საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი (შეთანხმებული), ასევე გლდანის მაჟორიტარი;

  • ნინო გოგუაძე;
  • ბათუ ქუთელია – ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი;
  • თამაზ ახობაძე – ასევე კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  • ვასილ სიხარულიძე;
  • მარინე ჭოღოშვილი;
  • გიორგი ლემონჯავა;
  • ანასტასია მგალობლიშვილი;
  • თამარ ღვინიანიძე;
  • გიორგი გაბრიაძე.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ევროპული საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, ახალი პოლიტიკური პლატფორმა 2021 წლის მარტში დააფუძნა. დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტებზე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა უჭერენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button