ახალი ამბები

საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ალტერნატიულმა პრემიერ-მინიტრმა იაირ ლაპიდმა ტელეფონით ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს „დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს“.

„კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში.

ამავე ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში მიიწვია.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button