skip to content
ახალი ამბები

სამი ოპოზიციური პარტია ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა და ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი 19 აპრილს განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ კომპრომისულ წინადადებას ხელს აწერენ. ოპოზიციური პარტიების განცხადებებამდე ქართულ ოცნებაში ასევე აღნიშნეს, რომ პარტიაში ახალი დოკუმენტის ხელმოწერას განიხილავენ.

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს, თუმცა დაამატა, რომ მასში არის საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული პუნქტების შესრულება მედიატორების ყურადღების ქვეშ იყოს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური“, თუმცა ოპოზიციამ „შესაძლებლობის ფანჯარა“ უნდა გამოიყენოს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს და ის „დიდი შემობრუნების წერტილად“ აქციოს.

გირჩის ერთ-ერთი წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტია კომპრომისულ დოკუმენტზე ქართული ოცნების ხელმოწერას ელის, რის შემდეგაც ისინი მზად არიან, რომ სადეპუტატო მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მედიაციით გაწეული ძალისხმევა 31 მარტს მეორედ ჩავარდა. მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვეს. მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი 16 აპრილს, შარლ მიშელის მიერ 18 მარტს ახალი წინადადების წარდგენამდე ორი დღით ადრე მოაწერა.

გაგრძელება იქნება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button