skip to content
ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: რიონის ხეობაში შსს აქტივისტების უფლებებს არღვევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ“ 12 აპრილს განაცხადა, რომ რიონის ხეობაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ გასულ კვირას სოფელ ნამახვნისკენ მიმავალი გზები პოლიციის მეშვეობით „დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე“ ჩაკეტა, ამასთან 11 აპრილს ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები „არადამაჯერებელი მიზეზით“ აიღო.

ორგანიზაციამ ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ „დისკრედიტაციის კამპანიაზეც“ გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „სახელმწიფოს მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მათი მიზანი საპოლიციო ძალის გამოყენებით პროტესტის ჩახშობაა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების „როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა“ და, „რიონის ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button