skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 16 მარტის პლენარულ სხდომაზე 79 ხმით მხარი დაუჭირა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას.

განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურისა და სპორტის სამინისტროები კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებებად იქცევიან.

სამინისტროს გაყოფის ინიციატივაზე საუბარი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მედიის მტკიცებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ჩაიბარებს.

ორი სამინისტრო 2018 წლის ივნისში, მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში გაერთიანდა, რის შედეგადაც 14-დან 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button