ახალი ამბები

საქსტატი: ოქტომბერში მშპ 3.9%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.9%-ით შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

2020 წლის პირველ ათ თვეში მშპ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში იგივე მაჩვენებელი -5.0%, ხოლო იანვარ-აგვისტოში -5.6% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button