ახალი ამბები
ხუთი მუნიციპალიტეტის მერობა 26 კანდიდატს სურს
31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხუთ მუნიციპალიტეტში – კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლასა და ქუთაისში მერების რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდება. ცესკოს მონაცემებით, ხუთი მუნიციპალიტეტის მერობა ჯამში სულ 26 კანდიდატს სურს.
ხუთივე მუნიციპალიტეტში საკუთარი კანდიდატები ჰყავთ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს. სამ მუნიციპალიტეტში საკუთარი კანდიდატები პატრიოტთა ალიანსმაც წარადგინა. ორ მუნიციპალიტეტში მერობისთვის ლეიბორისტული პარტიისა და ლელოს წევრებიც იბრძოლებენ.
ქვემოთ, კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მერობის მსურველთა სრული სიაა წარმოდგენილი
კასპი
- გიორგი ხელაშვილი – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – #2;
- ნუგზარი ნონიაშვილი – ერთიანია ნაციონალური მოძრაობა – #5;
- ილია კიტრიაშვილი – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – #8;
- ოთარ ქოსაშვილი – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – #10;
- ვახტანგ მაისურაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – #41.
ონი
- ჯონი გობეჯიშვილი – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – #2;
- ნოდარი ბურდილაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – #5;
- თამაზ მეტრეველი – დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – #8;
- დავით ჩიკვაიძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – #41.
ხარაგაული
- ბესიკი ყურაშვილი – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – #2;
- თორნიკე ავალიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – #5;
- თეიმურაზ ფცქიალაძე – დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – #8;
- კობა ლურსმანაშვილი – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – #41;
- მიხეილ ჭიპაშვილი – ლელო – მამუკა ხაზარაძე – #56.
თერჯოლა
- როლანდი მესხი – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – #2;
- ვალერი ბოჭორიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – #5;
- ლაშა გოგიაშვილი – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – #41;
- ნიკა მემანიშვილი – ლელო – მამუკა ხაზარაძე – #56;
ქუთაისი
- ამირან ძოწენიძე – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – #2;
- კახაბერ ჩახუნაშვილი – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა – ქდმ – #4;
- გრიგოლი შუშანია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – #5;
- ირაკლი კიკვაძე – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – #10;
- გაგა გოგრიჭიანი – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია) – #21;
- ანდრო ლოსაბერიძე – გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – #27;
- ირმა პეტრიაშვილი – სოციალური სამართლიანობისთვის – #34;
- იოსები ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – #41.
ხუთ მუნიციპალიტეტში მერების ხელახალი არჩევა ამავე მუნიციპალიტეტების აწ უკვე ყოფილი მერების მიერ სხვადასხვა დროს თანამდებობების ვადაზე ადრე დატოვებამ განაპირობა. 2020 წლის 11 მარტს თანამდებობიდან კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი გადადგა, 1 აპრილს მას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მიჰყვა, 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე გადადგა, 8 აპრილს თანამდებობა დატოვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, 13 ივლისს პოსტიდან ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე წავიდა, 16 ილისს კი – ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც გადადგა.
ასევე წაიკითხეთ:
- „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანდიდატები მერების რიგგარეშე არჩევნებში
- ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს
- ISFED: „მუნიციპალიტეტებში მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს“
- ქუთაისის მერმა თანამდებობა დატოვა
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)