ახალი ამბები

სტრატეგია აღმაშენებლმა საპარლამენტო სია წარადგინა

საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი ერთ-ერთი იმ საარჩევნო სუბიექტთაგანია, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. ბლოკის საპარლამენტო სიის სათავეში სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა. მას მეორე ნომრად ბლოკში შემავალი პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თამარ ჩარკვიანი მოსდევს.

ქვემოთ სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. გიორგი ვაშაძე;
  2. თამარ ჩარკვიანი;
  3. პაატა მანჯგალაძე;
  4. თეონა აქუბარდია;
  5. ბესიკი ბარქაია;
  6. სერგო ჩიხლაძე;
  7. დავით ცეკვავა;
  8. თეონა ჭალიძე;
  9. ლევან ჭიჭინაძე;
  10. გიორგი თევდორაძე;
  11. გიორგი ცობეხია;
  12. ნანა ტოხვაძე;
  13. თამთა შამათავა;
  14. დავით თოფურია;
  15. მანანა ჯებაშვილი;
  16. ანა კობახიძე;
  17. ლაშა დიაროვი;
  18. თამილა ჯაფარიძე;
  19. გიორგი ხაბურზანია;
  20. ედნარ მგელაძე.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button