skip to content
ახალი ამბები

თბილისი ყარაბაღის შეთანხმებას მიესალმება 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმნენ 10 ოქტომბერს მთიან-ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას.

„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და [მხარეებს] სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოვუწოდებ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი რეგიონისთვის ერთადერთი მისაღები მომავალია“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ „შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“.

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს დილის საათებში, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით 11 საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა. 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბერს შუადღიდან შევიდა, თუმცა საომარი მოქმედებები მალევე განახლდა. შეთანხმების უგულვებელყოფაში ერევანმა და ბაქომ ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. 

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button