skip to content
ახალი ამბები

ენზელ მკოიანი აზერბაიჯანსა და თურქეთს ყარაბაღის კონფლიქტის გამო აკრიტიკებს 

ქართული ოცნების ეთნიკურად სომეხმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა, რომელიც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქში კენჭს უკვე დამოუკიდებლად იყრის, განაცხადა, რომ „აზერბაიჯანმა, ამჯერად თურქეთის დახმარებით, დაიწყო ომი გმირი არცახელების [მთიანი ყარაბაღი] საწინააღმდეგოდ“.

იგი მთიან ყარაბაღში მოხალისეებად წასვლის თაობაზე ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების სურვილსაც გამოეხმაურა და მათ მოუწოდა: „არ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები და ხელი არ შეუშალოთ სომხეთის არმიას, თავისი წმინდა მისიის შესრულებაში“.

ერევნის მიმართ მხარდაჭერა საქართველოს სხვა ეთნიკურად სომეხმა პოლიტიკოსებმაც გამოხატეს. ახალქალაქში მოქმედი სააგენტოს, Jnews-ის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის ეთნიკურად სომეხმა დეპუტატობის კანდიდატმა, მელიქ რაისიანმა 28 სექტემბერს Facebook-ით „არცახის რესპუბლიკის“ წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებები დაგმო და სომხეთის და „არცახის“ მხარდაჭერის მზადყოფნა არა მხოლოდ „სიტყვებითა და მასალით“, არამედ „იარაღის ხელში აღებითაც“ გამოხატა.

Facebook-ზე მთიანი ყარაბაღის ხალხის მიმართ მხარდაჭერა პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სამველ პეტროსიანმაც გამოხატა.

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები 27 სექტემბერს დაიწყო. ერევანი და ბაქო საომარი მოქმედებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button