skip to content
ახალი ამბები

თბილისის მკვიდრმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა „მთავარ არხთან“ აქცია გამართეს

მედიის ინფორმაციით, საქართველოს 300-მდე ეთნიკურად სომეხმა მოქალაქემ 1 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინ აქცია გამართა და არხის მიერ მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გაშუქება გააპროტესტა.

„მთავარი არხის“ განცხადებით, მომიტინგეები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მომიტინგეები ყვიროდნენ – „სირცხვილია“ და „ყარაბაღი“. მათ რამდენიმე წუთით ჩუბინაშვილის ქუჩაც გადაკეტეს, სადაც „მთავარი არხია“ განთავსებული. აქცია მშვიდობიანად, ინციდენტების გარეშე დასრულდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button