ახალი ამბები

შსს კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის საქმეს იძიებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ოქტომბრის განცხადებით, უწყებაში დღეს კახეთის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება შევიდა.

შსს-ს ცნობით, ერთი საფრენი აპარატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპექსლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა.

ამავე ინფორმაციით, მეორე საფრენი აპარატი უდაბნოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 55 კილომეტრში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ჩამოვარდა.

შსს-ს განცხადებით, შემთხვევის ადგილებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. „მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button