skip to content
ახალი ამბები

დარსალია: საქართველოდან აზერბაიჯანში იარაღის შეტანაზე გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ 4 ოქტომბერს დაგმო ინფორმაცია, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთების გადაზიდვა ხდება და მას „დეზინფორმაცია“ უწოდა. მან სომხეთის მოსახლეობას მოუწოდა, „არ აყვნენ ამ დეზინფორმაცია“.

დარსალიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადება, რომ ქვეყანამ დროებით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართლებით სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ნებართვები შეაჩერეა და აღნიშნა, რომ „საქართველო გააგრძელებს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ისევე ჩვენი მეზობლების მიმართ“.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციები და ფეიქ-ნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიიდან, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია და ფეიქ-ნიუსები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გავრცელებისას დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს“, – დასძინა დარსალიამ.

მანამდე, თბილისმა უარყო ასევე ინფორმაცია თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს გავლით სირიელი მებრძოლების გადაადგილების შესახებ.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ „კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დეტალებისთვის ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button