ახალი ამბები

შსს-მ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 სექტემბერის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღებისთვის“ თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

უწყებისვე განმარტებით, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ და მათგან სამართალდამცველებმა „ჰეროინი“ და „მეტადონი“ საკონტროლოდ რამდენჯერმე შეიძინეს.

ამასთან, პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – „ჰეროინი“ და „მეტადონი“ ნივთმტკიცებადაც ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარებს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button