ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ 1 ნოემბერს ჩატარდება

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, რეგიონის „ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები“ 1 ნოემბერს ჩატარდება. ბჟანიამ შესაბამის ბრძანებას ხელი 31 აგვისტოს მოაწერა.

ოკუპირებულ რეგიონში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების“ წარმომადგენლებს 4 წლის ვადით ირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში მცხოვრები დაახლოებით 30 000 ეთნიკურად ქართველი, რომლებსაც „აფხაზეთის მოქალაქეობა“ 2014 და 2017 წლებში ჩამოართვეს, „პრეზიდენტის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში“ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მოკლებულია.

ოკუპირებული აფხაზეთის 2019 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“ რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციამ“ გალიდან მხოლოდ ის 900 ამომრჩეველი დაარეგისტრირა, რომლებიც აფხაზურ „პასპორტებს“ ფლობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button