საერთაშორისო გამოხმაურებები აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით
ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარმა სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მკაფიო პოზიციას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და დასძინა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლისთავზე, ევროკავშირი „სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების ერთგული რჩება“.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა ვიდეომიმართვაში თქვა: „გასულ წელს, რუსეთის მიერ მართულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ასეულობით მეტრით შეიწიეს. რუსეთის ეს ქმედება შეგვახსენებს, რომ არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ ამ კონფლიქტზე. კოვიდ-19-ის პანდემიის დროსაც რუსეთი კვლავინდებურად მზად არის რისკის ქვეშ დააყენოს რეგიონისა და მსოფლიო მოქალაქეების უსაფრთხოება“.
რიკერმა განაცხადა, რომ „რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, სიცოცხლის მხსნელი ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციისკენ მიმართული აგრესიული კამპანიის ჩათვლით, კრემლის ცინიზმის დემონსტრირებას ახდენს“.
კიდევ ერთხელ დაადასტურა რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა თქვა: „სამწუხაროდ, გამოცდილებაზე ვერ ვისწავლეთ, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მოჰყვა“.
12y since #Russia’s premeditated aggression against #Georgia. Regrettably, the lessons have not been learnt as the aggression against??followed. The creeping annexation & occupation of 20% of??territory continues. We reaffirm firm support to??sovereignty & territorial integrity. pic.twitter.com/kYtAQnyAev
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) August 7, 2020
Tweeter-ზე განცხადება სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა და განმარტა, რომ „სლოვენია განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას“.
სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს განცხადებით: „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ყოფნა და საქართველოს ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების არდაშვება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაა“.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Tweeter-ზე დაწერა, რომ ის „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს შეწყვიტოს ოკუპაცია და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, მათ შორის, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე“, – დაწერა ეუთოში აშშ-ის მისიამ Tweeter-ზე.
რუსეთის მიერ საქართველოში „შეჭრისა და ანექსიის“ შესახებ Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ვონ კრამონმაც დაწერა. „ომი 2008 წელს არც დაწყებულა და არც დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ რუსეთის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული აგრესია უძღოდა, რაც მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებებით დასრულდა“.
„რუსეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს“, – დასძინა მან.
„საქართველოს ტერიტორიის ანექსია და განგრძობადი ოკუპაცია საზღვრებს მიღმა ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების მკაცრი შეხსენებაა, რომელთა უმრავლესობასაც მტრული ერების წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის დახმარება ესაჭიროება“, – განაცხადემა ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ კატკომ.
„რამდენადაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მიმართ ერთგულებას, ჩვენი მოკავშირეების მზაობის გაძლიერებით, ყურადღება ამგვარი თავდასხმების პრევენციას უნდა მივაპყროთ“, – დასძინა კონგრესმენმა.
თურქეთში კანადის საელჩომ, რომელიც საქართველოსაც ფარავს, Tweeter-ზე დაწერა, რომ „კანადა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდინარე ოკუპციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში საქართველოს გვერდით დგას. „რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 12 წლისთავზე კონფლიქტის გავლენა ბევრისთვის კვლავაც გრძელდება, რის შედეგადად ათასობით ადამიანი დაიღუპა და იძულებული გახდა, რომ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა“.
„ვიხსენებთ 12 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ასევე რუსეთის მხრიდან განგრძობად სამხედრო და კიბერ აგრესიას, რასაც ადგილობრივ უბედურებამდე და უწყვეტ საერთაშორისო დესტაბილიზაციამდე მივყავართ“, – დაწერა Tweeter-ზე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯონათან ჯანოგლიმ.
ირლანდიელმა სენატორმა, დიარმუიდ ვილსონმა განაცხადა, რომ „ირლანდია-საქართველოს საპარალმენტო მეგობრობის ჯგუფი აგვისტოს ომის 12 წლისთავზე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „საერთაშრისო სამართლის პრინციპებით სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის. კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – დაწერა მან Tweeter-ზე.
გაგრძელება იქნება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)