ახალი ამბები

2020 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა უცვლელი რჩება

2020 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება და კვლავ არაუმეტეს 37 000 სამხედროსი იქნება.

შესაბამის დადგენილებას, რომელიც 10 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ წარმოადგინა, 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ზღვრულმა რაოდენობამ 37 000-ს აგვისტოს ომის წინ მას შემდეგ მიაღწია, რაც ის 2008 წლის ივლისში 5 000-ით გაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button