ახალი ამბები

სამხედრო ძალების რიცხოვნობა მომავალ წელს კვლავ 37 ათასი იქნება

2010 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა შენარჩუნდება და ის 37 ათასს შეადგენს.

ამის შესახებ საუბარია "საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ" კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს ხანებში დაამტკიცებს.

37 ათასს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ზღვრულმა ოდენობამ აგვისტოს ომის წინ მიაღწია, გაიზარდა რა ის 5 ათასით 2008 წლის ივლისში.

2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, 2006 წლისთვის –  26 ათასი, ხოლო 2007 წელს თავდაპირველად 28 ათასამდე, ხოლო მოგვიანებით, 32 ათასამდე გაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button