skip to content
ახალი ამბები

PACE-ს მომხსენებლები: საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება „უკან გადადგმული ნაბიჯია“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლაცეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) „ღრმა სინანული“ გამოხატეს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, რომ ჩაეგდო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

„ვწუხვართ ამ ცვლილებების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. უკვე ათწლეულზე მეტია პროპორციული სისტემის შემოღებისკენ ყველა დაინტერესებული მხარე მოუწოდებდა და მისი შემოღება უკვე დიდი ხნის დაგვიანებული იყო“, – ნათქვამია 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„იმ ფონზე, როდესაც არსებობდა ყველა მხარის კონსენსუსი, რომ ახალი სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შემოეღოთ, ცვლილებების მიუღებლობა გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ ყველა პოლიტიკურ ძალას და კერძოდ მმართველ პარტიას მოუწოდეს, რომ ყველა გზა შეისწავლონ, რომლითაც ცვლილებები იქნება მიღებული მომავალ არჩევნებამდე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button