Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს „თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის“ აქვს „უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად“.

თავის გამოსვლაში, გახარიამ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ახსენა ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-სთან, თურქეთთან და უკრაინასთან და აღნიშნა, რომ ქვეყანა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდოეთთან და ისრაელთან. „საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის“, – განაცხადა მან.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ „შედარებით მცირე ადმინისტრაციული და ლოგისტიკური ბარიერები და სატრანსპორტო შეღავათები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცედურები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას“. მისი თქმით, ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას ახორციელებს მსოფლიოში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“  22-23 ოქტომბერს იმართება და მასში 60 ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ფორუმი არის „ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button