ახალი ამბები

ცესკომ შუალედური არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

Tags

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 მაისს მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის პარლამენტის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

ოქმის თანახმად, 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის აღნიშნული ოლქში ჯამში 43 908 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი – 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო (34.2%). საარჩევნო ადმინისტრაციამ ბათილად 297 ბიულეტენი ცნო.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილეობას სულ 20 კანდიდატი იღებდა. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასეთია:

  • ნიტა სიხარულიძე – ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა – 0.12% (17 ხმა);
  • გიორგი ანდრიაძე – თავისუფალი საქართველო – 0.79% (117 ხმა);
  • შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები – 36.84% (5 422 ხმა);
  • გიორგი ლილუაშვილი – საქართველო – 0.12% (18 ხმა);
  • გიორგი შალიკაშვილი – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – 0.07% (11 ხმა);
  • თებეა თენგიანი – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – 0.03% (5 ხმა);
  • მამუკა ტუსკაძე – მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – 0.09% (13 ხმა);
  • ვალისა ღვინჯილია – პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო – 0.04% (6 ხმა);
  • მიხეილ სალუაშვილი – სამართლიანობის აღდგენის კავშირი – ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე – 0.10% (15 ხმა);
  • ირმა რაზმაძე – თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – 0.13% (19 ხმა);
  • ჯემალ ნადარეიშვილი – საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა – 0.12% (17 ხმა);
  • გერმანე საბო – გირჩი – 4.76% (701 ხმა);
  • ნოდარ ინანეიშვილი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) – 0.06% (9 ხმა);
  • ვლადიმერ კახაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 41.01% (6 036 ხმა);
  • ლევან იოსელიანი – დამოუკიდებელი – 6.55% (964 ხმა);
  • კობა დავითაშვილი – დამოუკიდებელი – 2.91% (428 ხმა);
  • სოფიო ხორგუანი – დამოუკიდებელი – 2.64% (388 ხმა);
  • გრიგოლ გეგელია – დამოუკიდებელი – 3.14% (462 ხმა);
  • იოსებ კობერიძე – დამოუკიდებელი – 0.18% (26 ხმა);
  • თამარ ალფაიძე – დამოუკიდებელი – 0.31% (45 ხმა).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მთავარ კონკურენტს ვლადიმერ კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, კვირას გაიმართება. მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნული კვოტით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

19 მაისს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ერთდოულად 14 ოლქში ჩატარდა. ქართული ოცნების კანდიდატებმა მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქში გამარჯვება პირველი ტურში მოიპოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button