ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-აპრილში

Tags

„საქსტატის“ მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და 3.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.9%-ით გაიზარდა და 1.13 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 3.1%-ით შემცირდა და 2.73 მილიარდ აშშდოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.59 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საანგარიშო პერიოდის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს „საქსტატი“ 20 მაისს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button