ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები ახალი ზელანდიის მეჩეთებზე თავდასხმებს გმობენ

Tags

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 15 მარტს ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში განხორციელებულ თავდასხმებს გმობენ, რის შედეგადაც 49 ადამიანი დაიღუპა.

„ახალ ზელანდიაში 49 მოქალაქის უაზრო მკვლელობა ტერორიზმის აქტია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მოყვა რეზონანსი“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი Twitter-ზე. „საქართველო ახალი ზელანდიის მოსახლეობისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმი თემის გვერდით დგას და იმედოვნებს, რომ ტერორიზმის ტრაგედია მალე, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება“.

ახალ ზელანდიაში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა და მომხდარს საშინელი თავდასხმა უწოდა. „ჩვენი ფიქრები ახალი ზელანდიის ხალხთანაა, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა მან.

ახალი ზელანდიის პოლიციამ თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. უწყების განმარტებით, ერთ დაკავებულს 28 წლის მამაკაცს მკვლელობის ბრალი უკვე წაუყენეს და ის კრაისტჩერჩის სასამართლოს წინაშე ხვალ დილით წარსდგება. მის გარდა, საქმეზე კიდევ ორი ორი პირია დაკავებული, რომლებიც პატიმრობაში რჩებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button