skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო პერიოდში, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტზე 6-ჯერ მეტი შემოწირულება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში (1 აგვისტო – 28 ნოემბერი), ყველა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 13 706 634 ლარის ოდენობის ფულადი და არაფულადი სახის შემოწირულება მიიღო.

საანგარიშო პერიოდში, ჯამური შემოწირულების 78.85 % – 10 808 706 ლარი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს და უკვე არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შესწირეს, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა – 13.01 % – 1 783 888 ლარი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში (1 აგვისტო – 28 ოქტომბერი), სალომე ზურაბიშვილს 5 395 983 ლარი შესწირეს, გრიგოლ ვაშაძეს კი – 718 767 ლარი.

616 283 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც, რომელმაც პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 10.97 % (174 849 ხმა) მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, 29 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში, სალომე ზურაბიშვილმა 5 412 723 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 1 065 121 ლარის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button