ახალი ამბები

ზალკალიანი: აზოვის ზღვაზე განვითარებული მოვლენები „შემაშფოთებელია“

Tags

აზოვის ზღვაზე და ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები „შემაშფოთებელია“, წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

ზალკალიანის თქმით, უკრაინის სამხედრო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება „წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას“.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ხომალდებს „ბერდიანსკს“ და „ნიკოპოლს“, ასევე საბუქსირო გემს „იანა კაპუს“ თავს რუსული სამხედრო ხომალდები დაესხნენ და დაიპყრეს. ეკიპაჟის წევრები დააკავეს. თავდასხმის დროს, რამდენიმე მათგანი დაიჭრა. უკრაინული ხომალდები მარიუპოლიდან ოდესისკენ მიემართებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button