skip to content
ახალი ამბები

შსს-ში პოლიციის რეგიონული დეპარტამენტის ორი ახალი დირექტორი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 16 აგვისტოს აჭარისა და შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტების ახალი დირექტორები დანიშნა.

პოლიციის პოლკოვნიკმა კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2016 წლის იანვრიდან ეკავა.

კონსტანტინე ანანიაშვილი 2016 წლიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ანანიაშვილის ადგილს მისივე მოადგილე მამუკა საღარეიშვილი დაიკავებს.

შსს-ის ინფორმაციით, ორივე ცვლილება თანამშრომლების როტაციის ფარგლებში განხორციელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button