skip to content
ახალი ამბები

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა

ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, უწყება იმ დამატებით გარემოებებს იკვლევს, რომლებიც სასამართლოში მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვისას გამოიკვეთა.

ბორცვაძის თქმით, გამოძიების მიზანი იმ პირების გამოვლენაა, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით, სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე განმარტებით, შსს ყველა იმ პირის ვინაობას დაადგენს, რომლებიც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

იმის შესახებ, რომ საქმე განსახილველად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1 ივნისს, ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button