skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით:

 

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურისგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს გადაიბარებს და გამოძიებას ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წარუძღვება. მისივე თქმით, ის „ყველა ნაბიჯში“ თავად იქნება ჩართული და მთლიანად საგამოძიებო პროცესს გააკონტროლებს. 
  • დროებითი საპარლამენტო კომისიის უმრავლესობაში, რომლის შექმნის გადაწყვეტილებაც პარლამენტმა გუშინ მიიღო, საპარლამენტო ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი. 
  • ახალი მთავარი პროკურორი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობით შეირჩევა. 
  • მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს საგამოძიებო პროცესთან და მათთვის სასურველ ინფორმაციასთან შეუზღუდავი წვდომა ექნებათ.

პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი მისი აქციაზე მისვილისა და სიტყვით გამოსვლის მცდელობაზე საუბრით დაიწყო. კვირიკაშვილის თქმით, აქციაზე მისი გამოჩენა საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად მიიღო, თუმცა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა მას საუბრის დასრულების საშუალება არ მისცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button