Placeholder canvas
ახალი ამბები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 4 აგვისტო

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ. 

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.

4 აგვისტო:

  • 4 აგვისტოს, დილით, ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ დმენისსა და სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს შორის, ნახევარი საათის განმავლობაში, სროლები მიმდინარეობდა.
  • სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ, განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დანაყოფების დასახმარებლად ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან 300 მოხალისე უკვე ჩავიდა. მან ასევე თქვა, რომ სულ 2000 მოხალისეს ელის.
  • რუსი კაზაკების ლიდერმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, ედუარდ კოკოითის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ადასტურებს კაზაკების მზადყოფნას „პირველი მოწოდებისთანავე აღმოუჩინონ დახმარება სამხრეთ ოსეთს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში“.
  • მოსკოვმა თბილისი „არაპროპორციული ძალის გამოყენებაში“ დაადანაშაულა.
  • თბილისმა განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ყოვლისმომცველ გეგმას სექტემბერში წარადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button