ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის რიგები ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ ოფიციალურად დატოვა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს პარლამენტის ბიურომ მისი ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო.

ანზორ ბოლქვაძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით, დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება.

ის მეცამეტე დეპუტატია, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დატოვა. თავდაპირველად არსებული 65 დეპუტატიდან, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში ამჟამად 52 დეპუტატი დარჩა.

150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა 100 დეპუტატს შეადგენს, რისთვისაც ქართული ოცნებას ორი დეპუტატის ხმა აკლდება. მართალია ნაციონალური მოძრაობიდან გასული დეპუტატების დიდი უმრავლესობა ქართულ ოცნებაში არ გაწევრიანებულა და დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში განაგრძობენ საპარლამენტო მუშაობას, თუმცა ისინი ლოიალურად არიან განწყობილი საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ, რომელიც ამჟამად ოფიციალურად 86 წევრს აერთიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button