ახალი ამბები

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო

ჰოლანდიის მთავრობამ ჰააგაში საქართველოს ელჩი დაიბარა, რათა საკუთარი „უკმაყოფილება“ გამოეხატა იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა გამოიჩინეს ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების მიმართ, რომელთაც 17 თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურდათ.

„მიუღებელია, განსაკუთრებით ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, რომ ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებს და ტრანსგენდერებს არ შეუძლიათ საკუთარი ფუნდამენტური უფლებების გამოყენება, როგორიცაა თავისუფალი გამოხატვის და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება“, – განაცხადა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა, რომელმაც განაცხადა, რომ "შოკირებულია" თბილისში მომხდარი ძალადობის გამო.

„ნიდერლანდები, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავაც განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის შეხსენებას, რომ ქართული პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს ამ პირების უფლებებს“, – განაცხადა მან.

ჰოლანდიის მთავრობამ განაცხადა პრეს–რელიზში, რომ საქართველოს ელჩი 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობის შემდეგ დაიბარა; იგი ასევე აცხადებს, რომ ლგბტ პირების უფლებების დაცვა ჰოლანდიის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის ერთ–ერთი ქვაკუთხედია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button