ახალი ამბები

თბილისი გმობს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სოხუმში ვიზიტს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის "ე.წ. ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე“ ადასტურებს, რომ რუსეთი არასდროს აპირებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივლისს.

სამინისტროს თქმით, სერდიუკოვი აფხაზეთში 13 ივლისს „რუსეთის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის ინსპექტირების მიზნით ჩავიდა“.

"რუსეთი ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, რაც გამოიხატება სამხედრო ბაზების დაჩქარებული მშენებლობით, სამხედრო კონტინგენტის, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე უშიშროების ფედერალური სამსახურის ნაწილების კონცენტრაციით და შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებით. ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილია დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებები, რაც ცხადყოფს რუსეთის აგრესიულ გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English Русский

Back to top button