skip to content
ახალი ამბები

”ჯაშუშების” საქმეზე მოსკოვის პირველი რეაქცია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კარასინმა, სააგენტო ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ მას უფრო მეტი ინფორმაცია ჭირდება, რათა სრულყოფილი კომენტარი გააკეთოს იმ ”პოლიტიკურ ფარსზე”, რასაც საქართველოში ქონდა ადგილი ჯაშუშობაში 13 ეჭვმიტანილის, მათ შორის ოთხი რუსეთის მოქალაქის, დაკავების სახით.

სააგენტო ”ინტერფაქსი”, რუსეთის საგარეო საქმეთა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით კი იტყობინება, რომ მოსკოვი ”ძალიან შეშფოთებულია” საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაკავებით.

"ნათელია, რომ ეს გაკეთდა ლისაბონში რუსეთი–ნატოს და ასტანაში ეუთოს სამიტების წინ, რადგან მაქსიმალურად ყურადღება მიიქციონ და ავნონ რუსეთს," – იტყობინება ”ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button