skip to content
ახალი ამბები

აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა იგეგმება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნის საკითხს განიხილავს.

”თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ ხელვაჩაურთან; გვყავს ინვესტორები. ვმუშაობთ ასევე ზოგადად ახალ კონცეფციაზე, როგორც ფოთში არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მსგავსი რაღაც შევქმნათ ბათუმში,” – განაცხადა სააკაშვილმა 25 მაისს რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. თუმცა, ამ გეგმის დეტალებზე მას არ უსაუბრია.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button