
ახალი ამბები
ბაქრაძე იტალიას სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება, 21 აპრილს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს ჯანფრანკო ფინის და იტალიის სენატის რამოდენიმე წევრს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძემ იტალიელ კოლეგებს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ხედვა გააცნო.
”მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საქმეში იტალიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია,” – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრებზე ასევე განიხილეს საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული რეფორმები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)